კონფიდენციალურობის პოლიტიკა
OpenAI Foundation-ში ჩვენი მისიაა, რომ ზოგადი ხელოვნური ინტელექტი ყველასთვის სარგებლის მომტანი იყოს. ჩვენ, OpenAI Foundation-ში (ჩვენს აფილირებულ კომპანიებთან ერთად, „OpenAI Foundation“, „ჩვენ“, „ჩვენი“ ან „ჩვენთვის“), პატივს ვცემთ თქვენს კონფიდენციალურობას და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი იმ ინფორმაციის უსაფრთხოებაზე, რომელსაც თქვენგან ან თქვენ შესახებ მოვიპოვებთ. კონფიდენციალურობის წინამდებარე პოლიტიკა აღწერს ჩვენს პრაქტიკას იმ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, რომლებსაც ვაგროვებთ თქვენგან ან თქვენ შესახებ და იმას, თუ როგორ ვიყენებთ მათ, როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს ვებსაიტს, აპლიკაციებსა და სერვისებს (ერთობლივად, „სერვისები“).
კონფიდენციალურობის ეს პოლიტიკა არ ვრცელდება კონტენტზე, რომელსაც ვამუშავებთ ჩვენი ბიზნეს შეთავაზებების კლიენტების სახელით, როგორიცაა ჩვენი API. აღნიშნული მონაცემების ჩვენ მიერ გამოყენება რეგულირდება ჩვენს კლიენტებთან დადებული შეთანხმებებით, რომლებიც მოიცავს ამ შეთავაზებებზე წვდომისა და მათი გამოყენების პირობებს.
1. პერსონალური მონაცემები, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ
თქვენთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებს („პერსონალური მონაცემები“) ვაგროვებთ შემდეგნაირად:
თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები: ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, თუ თქვენ შექმნით მომხმარებლის ანგარიშს ჩვენი სერვისების გამოსაყენებლად ან ჩვენთან შემდეგნაირად ურთიერთობთ:
მომხმარებლის ანგარიშის ინფორმაცია: როდესაც ჩვენთან ანგარიშს ქმნით, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მათ შორის თქვენს სახელს, საკონტაქტო ინფორმაციას, ანგარიშის ავტორიზაციის მონაცემებს, დაბადების თარიღს, საგადახდო ინფორმაციასა და ტრანზაქციების ისტორიას (ერთობლივად, „მომხმარებლის ანგარიშის ინფორმაცია“). ჩვენი ზოგიერთი სერვისი ასევე გაძლევთ საშუალებას ატვირთოთ პროფილის სურათი, მომხმარებლის სახელი ან სხვა ინფორმაცია, როგორც თქვენი ანგარიშის ინფორმაციის ნაწილი.
მომხმარებლის კონტენტი: ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც ჩვენს სერვისებში გაგზავნილ შენატანში გვაწვდით („კონტენტი“), მათ შორის, თქვენს მოთხოვნებსა და სხვა კონტენტს, რომელსაც ატვირთავთ, როგორიცაა ფაილები, სურათები, აუდიო და ვიდეო, Sora-ს პერსონაჟები და მონაცემები დაკავშირებული სერვისებიდან, თქვენ მიერ გამოყენებული ფუნქციების მიხედვით. ჩვენი ზოგიერთი სერვისი, ასევე, გაძლევთ საშუალებას, იურთიერთოთ სხვა მომხმარებლებთან, მაგალითად, გამოაქვეყნოთ პოსტი, დატოვოთ კომენტარი ან გაგზავნოთ შეტყობინებები, ჩვენ კი ამ ურთიერთქმედებებსაც კონტენტად მივიჩნევთ.
საკომუნიკაციო ინფორმაცია: თუ ჩვენთან ურთიერთობთ, მაგალითად, ელფოსტის ან სოციალურ მედიაში ჩვენი გვერდების მეშვეობით, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ პერსონალური მონაცემები, როგორიცაა თქვენი სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია და თქვენ მიერ გაგზავნილი შეტყობინებების შინაარსი („საკომუნიკაციო ინფორმაცია“).
საკონტაქტო მონაცემები: თუ თქვენი მოწყობილობის კონტაქტების დაკავშირებას გადაწყვეტთ, ინფორმაციას ავტვირთავთ მოწყობილობის მისამართების წიგნიდან და შევამოწმებთ, თქვენი რომელი კონტაქტები იყენებენ, ასევე, ჩვენს სერვისებს. თუ თქვენი რომელიმე კონტაქტი ჯერ არ იყენებს ჩვენს სერვისებს, შეგატყობინებთ, თუ ის მოგვიანებით დარეგისტრირდება. შეიტყვეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ დააკავშიროთ თქვენი კონტაქტები და როგორ ვიყენებთ ატვირთვის შემდეგ იმ ადამიანების საკონტაქტო ინფორმაციას, რომლებიც ჩვენი სერვისებით არ სარგებლობენ.
თქვენ მიერ მოწოდებული სხვა ინფორმაცია: ჩვენ ვაგროვებთ სხვა ინფორმაციას, რომელსაც თქვენ გვაწვდით, მაგალითად, როდესაც მონაწილეობთ ჩვენს ღონისძიებებში ან გამოკითხვებში, ან როდესაც გვაწვდით ინფორმაციას ჩვენ ან ჩვენს სახელით მოქმედ მომწოდებელს თქვენი ვინაობის ან ასაკის დასადგენად(ერთობლივად, „თქვენ მიერ მოწოდებული სხვა ინფორმაცია“).
პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ვიღებთ თქვენ მიერ სერვისების გამოყენებისას: როდესაც სტუმრობთ, იყენებთ ან ურთიერთქმედებთ სერვისებთან, ჩვენ ვიღებთ შემდეგ ინფორმაციას თქვენი ვიზიტის, გამოყენების ან ურთიერთქმედების შესახებ („ტექნიკური ინფორმაცია“):
სისტემაში შესვლის მონაცემები:ინფორმაცია, რომელსაც თქვენი ბრაუზერი, ან მოწყობილობა ავტომატურად გზავნის, როდესაც ჩვენს სერვისებს იყენებთ. ლოგის მონაცემები მოიცავს თქვენს ინტერნეტ-პროტოკოლის მისამართს, ბრაუზერის ტიპსა და პარამეტრებს, თქვენი მოთხოვნის თარიღსა და დროს, და როგორ ურთიერთობთ ჩვენს სერვისებთან.
გამოყენების მონაცემები: ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენ მიერ სერვისების გამოყენებისა და თქვენი აქტივობის შესახებ, როგორიცაა კონტენტის ტიპები, რომლებსაც ათვალიერებთ ან რომლებთანაც ურთიერთქმედებთ, ფუნქციები, რომლებსაც იყენებთ და მოქმედებები, რომლებსაც ასრულებთ, როდესაც აგზავნით გამოხმაურებას ტიპურ პასუხზე, ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობთ, ასევე თქვენი დროის სარტყელი, ქვეყანა, წვდომის თარიღები და დრო, მომხმარებლის აგენტი და ვერსია, კომპიუტერის ან მობილური მოწყობილობის ტიპი და თქვენი კომპიუტერის კავშირი. თუ იყენებთ Atlas ბრაუზერს, ჩვენ შეიძლება, ასევე, შევაგროვოთ თქვენი ბრაუზერის მონაცემები თქვენი კონტროლის საშუალებებისა და სერვისის გამოყენების შესაბამისად.
ინფორმაცია მოწყობილობის შესახებ: ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას იმ მოწყობილობის შესახებ, რომელსაც სერვისებზე წვდომისთვის იყენებთ, როგორიცაა მოწყობილობის სახელი, ოპერაციული სისტემა, მოწყობილობის საიდენტიფიკაციო ნომრები და თქვენ მიერ გამოყენებული ბრაუზერი. შეგროვებული ინფორმაცია დამოკიდებულია თქვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობის ტიპსა და მის პარამეტრებზე.
ინფორმაცია მდებარეობის შესახებ: ჩვენ განვსაზღვრავთ, საერთო რეგიონს, საიდანაც თქვენი მოწყობილობა შედის ჩვენს სერვისებზე, ისეთი ინფორმაციის საფუძველზე, როგორიცაა მისი IP მისამართი, უსაფრთხოების მიზნებისთვის და პროდუქტის გამოყენების თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად, მაგალითად, თქვენი ანგარიშის დასაცავად სისტემაში შესვლისას უჩვეულო აქტივობის აღმოჩენით ან უფრო ზუსტი პასუხების გასაცემად. გარდა ამისა, ჩვენი ზოგიერთი სერვისი გაძლევთ საშუალებას, თქვენი სურვილისამებრ მიუთითოთ უფრო ზუსტი მდებარეობა თქვენი მოწყობილობიდან, მაგალითად, ინფორმაცია თქვენი მოწყობილობის GPS-იდან.
ქუქი-ფაილები და მსგავსი ტექნოლოგიები: ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებსა და მსგავს ტექნოლოგიებს ჩვენი სერვისების ოპერირებისა და ადმინისტრირებისთვის, ასევე თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. წინამდებარე პოლიტიკაში აღწერილი ინფორმაციის ნაწილს ქუქი-ფაილების მეშვეობით ვინახავთ, მაგალითად, იმისთვის, რომ თქვენი უპირატესობები სესიებს შორის შენარჩუნდეს, თუ სისტემაში არ იქნებით შესული, ან ავთენტიფიკაციასა და მომხმარებელთა მხარდაჭერაში დასახმარებლად. ჩვენ მიერ ქუქი-ფაილების გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს შეტყობინებას ქუქი-ფაილების შესახებ.
ინფორმაცია, რომელსაც სხვა წყაროებიდან ვიღებთ:ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას სხვა წყაროებიდანაც, როგორიცაა ჩვენი სანდო უსაფრთხოების პარტნიორები, უსაფრთხოების დასაცავად და თაღლითობის, ბოროტად გამოყენებისა თუ ჩვენი სერვისების მიმართ არსებული სხვა საფრთხეების თავიდან ასაცილებლად; ასევე მარკეტინგული მომწოდებლებისგან, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას ჩვენი ბიზნეს-სერვისების პოტენციური მომხმარებლების შესახებ.
ჩვენ, შესაძლოა, მივიღოთ ინფორმაცია რეკლამის განმთავსებლებისა და სხვა მონაცემთა პარტნიორებისგან, რომლებიც გვეხმარებიან სხვადასხვა მიზნით, მათ შორის, იმისთვის, რომ ხელი შეგვიწყონ ჩვენს სერვისებზე Free და Go მომხმარებლებისთვის ნაჩვენები რეკლამების ეფექტურობის გაზომვასა და გაუმჯობესებაში. მაგალითად, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია ამ რეკლამის განმთავსებლებისგან თქვენ მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ.
ასევე, ვაგროვებთ ინფორმაციას სხვა წყაროებიდან, როგორიცაა ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია, იმ მოდელების შესაქმნელად, რომლებიც ჩვენი სერვისების მუშაობას უზრუნველყოფს. ინფორმაციის იმ წყაროების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, რომლებიც გამოიყენება ChatGPT-სა და სხვა სერვისების მოდელების შესამუშავებლად, გთხოვთ, იხილოთ დახმარების ცენტრის ეს სტატია.
2. როგორ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს
ჩვენ პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის ვიყენებთ:
ჩვენი სერვისების მოსაწოდებლად, გასაანალიზებლად და მხარდასაჭერად, მაგალითად, თქვენ მიერ ChatGPT-ისთვის დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად;
ჩვენი სერვისების გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით და კვლევის ჩასატარებლად, მაგალითად, ახალი ფუნქციების შესამუშავებლად;
ჩვენს სერვისებზე თქვენი გამოცდილების პერსონალიზაციისა და მორგებისთვის, მაგალითად, თქვენთვის უფრო რელევანტური კონტენტის მოსაწოდებლად;
უფასო და Go გეგმების მომხმარებლებისთვის ჩვენს სერვისებში ნაჩვენები რეკლამების პერსონალიზაციისთვის (თქვენს პარამეტრებზე დაყრდნობით) და მათი ეფექტურობის გასაზომად. შეიტყვეთ მეტი ჩვენს სერვისებში რეკლამების შესახებ;
თქვენთან კომუნიკაციისთვის, მათ შორის თქვენს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად და ჩვენი სერვისებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გამოსაგზავნად, მაგალითად, სერვისებში ცვლილებების ან გაუმჯობესების შესახებ;
თქვენი იმ კონტაქტების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი სერვისებით, როდესაც ირჩევთ თქვენი კონტაქტების დაკავშირებას და თქვენს ინფორმირებისთვის, თუ ისინი მოგვიანებით შემოუერთდებიან ჩვენს სერვისებს;
თაღლითობის, უკანონო ქმედებებისა თუ ჩვენი სერვისების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე, ჩვენი სისტემებისა და სერვისების უსაფრთხოების დასაცავად, მათ შორის, ჩვენს პლატფორმებზე წარდგენილი ან გაცვლილი ნებისმიერი კონტენტის მონიტორინგის გზით (შეიტყვეთ მეტი აქ); და
სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად და ჩვენი მომხმარებლების, OpenAI Foundation-ის ან მესამე მხარეების უფლებების, კონფიდენციალურობის, უსაფრთხოებისა და საკუთრების დასაცავად, მაგალითად, თქვენი ან სხვების მიმართ ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად ან თქვენი ასაკის შესაფასებლად, რათა მოგაწოდოთ თქვენი ასაკისთვის შესაფერისი გამოცდილება.
ჩვენ ასევე ვახდენთ პერსონალური მონაცემების აგრეგირებას ან გაუპიროვნებას ისე, რომ მათი გამოყენებით თქვენი ვინაობის დადგენა აღარ იყოს შესაძლებელი და ვიყენებთ ამ ინფორმაციას ზემოთ აღწერილი მიზნებისთვის, როგორიცაა ჩვენი სერვისების გამოყენების წესის ანალიზი, მათი გაუმჯობესება, ახალი ფუნქციების დამატება და კვლევების ჩატარება. გაუპიროვნებულ ინფორმაციას ანონიმური ფორმით შევინახავთ და გამოვიყენებთ და არ ვეცდებით ამ ინფორმაციის ხელახლა იდენტიფიცირებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს კანონით არის მოთხოვნილი.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენ მიერ მოწოდებული კონტენტი ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად, მაგალითად, იმ მოდელების გასაწვრთნელად, რომლებიც ChatGPT-ის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ. წაიკითხეთ ჩვენი ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ ჩვენ მიერ თქვენი კონტენტის გამოყენებაზე ჩვენი მოდელების სწავლებისთვის.
3. პერსონალური მონაცემების გამჟღავნება
შესაძლოა თქვენი პერსონალური მონაცემები გავამჟღავნოთ შემდეგ შემთხვევებში:
მომწოდებლები და სერვისის პროვაიდერები: ბიზნეს ოპერაციების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და გარკვეული სერვისებისა და ფუნქციების შესასრულებლად ჩვენ შეიძლება გავუმჟღავნოთ პერსონალური მონაცემები მომწოდებლებსა და სერვისის პროვაიდერებს, მათ შორის, ჰოსტინგის, მომხმარებელთა მომსახურების, ღრუბლოვანი სერვისების, კონტენტის მიწოდების, მხარდაჭერისა და უსაფრთხოების სერვისების, ელფოსტის საკომუნიკაციო პროგრამული უზრუნველყოფის, ვებანალიტიკის, გადახდებისა და ტრანსაქციების დამმუშავებელ, საძიებო და სავაჭრო, აგრეთვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მომწოდებლებს. ჩვენ, ასევე, ვთანამშრომლობთ სერვისის პროვაიდერებთან, რომლებიც გვეხმარებიან ასაკისა და ვინაობის დადასტურებაში, თქვენ კი შეგიძლიათ, მეტი შეიტყოთ აქ . ჩვენი ინსტრუქციის საფუძველზე, ეს მხარეები თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომას მიიღებენ, დაამუშავებენ ან შეინახავენ მათ მხოლოდ ჩვენ წინაშე ნაკისრი მოვალეობების შესრულების პროცესში.
ბიზნეს გადაცემა: თუ ჩვენ ჩართული ვართ სტრატეგიულ ტრანზაქციებში, რეორგანიზაციაში, გაკოტრებაში, სამეურვეო მმართველობაში ან სერვისის სხვა პროვაიდერისთვის გადაცემაში (ერთობლივად, „ტრანსაქცია“), თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გამჟღავნდეს სათანადო ექსპერტიზის პროცესში კონტრაგენტებთან და სხვა პირებთან, რომლებიც გვეხმარებიან ტრანზაქციაში, ასევე, გადაეცეს მემკვიდრეს ან ფილიალს აღნიშნული ტრანსაქციის ფარგლებში, სხვა აქტივებთან ერთად.
სამთავრობო ორგანოები ან სხვა მესამე მხარეები: ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია ჩვენს სერვისებთან თქვენი ურთიერთქმედების შესახებ, სამთავრობო ორგანოებს, დარგის პარტნიორებს ან სხვა მესამე მხარეებს, კანონის შესაბამისად, (i) თუ ამას კანონი მოითხოვს, ან კეთილსინდისიერი რწმენის საფუძველზე, რომ ასეთი მოქმედება აუცილებელია კანონიერი ვალდებულების შესასრულებლად; (ii) ჩვენი უფლებების ან საკუთრების დასაცავად; (iii) თუ ჩვენი შეხედულებისამებრ განვსაზღვრავთ, რომ სახეზეა ჩვენი პირობების, პოლიტიკის ან კანონის დარღვევა; (iv) თაღლითობის ან სხვა არალეგალური საქმიანობის გამოსავლენად ან თავიდან ასაცილებლად; (v) ჩვენი პროდუქციის, თანამშრომლების, მომხმარებლების ან საზოგადოების უსაფრთხოების, დაცულობისა და მთლიანობის უზრუნველსაყოფად; ან (vi) სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დასაცავად.
აფილირებული პირები: ჩვენ პერსონალურ მონაცემებს ვუზიარებთ ჩვენს აფილირებულ პირებს, რაც გულისხმობს სუბიექტს, რომელიც აკონტროლებს OpenAI Foundation-ს, კონტროლდება მის მიერ ან იმყოფება OpenAI Foundation-თან საერთო კონტროლის ქვეშ. ჩვენმა აფილირებულმა პირებმა, შესაძლოა, გამოიყენონ ეს პერსონალური მონაცემები მხოლოდ წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.
ბიზნეს ანგარიშების ადმინისტრატორები: როდესაც თქვენ უერთდებით ChatGPT Enterprise-ის ან ბიზნეს ანგარიშს, ამ ანგარიშის ადმინისტრატორებს შეიძლება ჰქონდეთ წვდომა თქვენს OpenAI Foundation-ის ანგარიშზე და შეეძლოთ მისი კონტროლი, თქვენს კონტენტზე წვდომის შესაძლებლობის ჩათვლით. გარდა ამისა, თუ თქვენ მომხმარებლის ანგარიშს თქვენი დამსაქმებლის ან სხვა ორგანიზაციის კუთვნილი ელფოსტის მისამართის გამოყენებით შექმნით, ჩვენ შეიძლება თქვენს დამსაქმებელს ან ორგანიზაციას გავუზიაროთ ის ფაქტი, რომ გაქვთ მომხმარებლის ანგარიში, ასევე, ანგარიშის გარკვეული ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი ელფოსტის მისამართი, იმისთვის, რომ, მაგალითად, შესაძლებელი გახდეს თქვენი დამატება მათ ბიზნეს ანგარიშში.
მოზარდის მშობელი ან მეურვე: მოზარდ მომხმარებლებსა და მათ მშობლებს ან მეურვეებს შეუძლიათ აირჩიონ თავიანთი ანგარიშების დაკავშირება, რაც მშობელს ან მეურვეს საშუალებას მისცემს, მართოს გარკვეული პარამეტრები და მიიღოს შეტყობინებები, თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სერიოზულ საფრთხეს აღმოვაჩენთ. ამ ანგარიშების მიბმის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. შეიტყვეთ მეტი ანგარიშების მიბმის შესახებ.
სხვა მომხმარებლები და მესამე მხარეები, რომლებთანაც ურთიერთობთ ან რომლებსაც ინფორმაციას უზიარებთ: ზოგიერთი სერვისი საშუალებას გაძლევთ, სხვა მომხმარებლებთან ან მესამე მხარეებთან იურთიერთოთ ან ინფორმაცია გააზიაროთ. მაგალითად, შეგიძლიათ გააზიაროთ ისეთი კონტენტი, როგორიცაა ChatGPT-ს საუბრები ან Sora-ს ვიდეოები და პერსონაჟები, ან გააზიაროთ ინფორმაცია მესამე მხარის საძიებო და სავაჭრო პარტნიორებთან. ინფორმაცია, რომელსაც მესამე მხარის პარტნიორებს უზიარებთ, იმართება მათი საკუთარი პირობებითა და კონფიდენციალურობის პოლიტიკებით. მათთან ინფორმაციის გაზიარებამდე დარწმუნდით, რომ გესმით შესაბამისი პირობები და პოლიტიკები.
ჩვენ ასევე ვახდენთ პერსონალური მონაცემების აგრეგირებას ან გაუპიროვნებას ისე, რომ მათი გამოყენებით თქვენი იდენტიფიცირება აღარ იყოს შესაძლებელი, და ვუზიარებთ მათ მესამე მხარეებს ზემოთ აღწერილი მიზნებისთვის, როგორიცაა ჩვენი სერვისების გაუმჯობესება.
4. შენახვა
თქვენს პერსონალურ მონაცემებს შევინახავთ მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც გვჭირდება იმისთვის, რომ მოგაწოდოთ ჩვენი სერვისები, ან სხვა ლეგიტიმური ბიზნეს მიზნებისთვის, როგორიცაა დავების მოგვარება, უსაფრთხოების მიზეზები, ან ჩვენი იურიდიული ვალდებულებების შესრულება. პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა დამოკიდებულია მონაცემების ტიპზე, მათ გამოყენებაზე და ბევრ შემთხვევაში თქვენს პარამეტრებზე.
ინფორმაცია, რომელსაც ვინახავთ, სანამ თქვენ მას არ წაშლით: ჩვენი ზოგიერთი სერვისი გაძლევთ საშუალებას, წაშალოთ თქვენს ანგარიშში შენახული პერსონალური მონაცემები. მაგალითად, შეგიძლიათ, წაშალოთ თქვენი კონკრეტული ან ყველა საუბარი ChatGPT-სთან, წაშალოთ კონკრეტული შენახული მეხსიერება ან წაშალოთ თქვენი ანგარიში. პერსონალური მონაცემების წაშლის არჩევის შემდეგ მათ ჩვენი სისტემებიდან 30 დღის ვადაში ამოვშლით გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საჭიროა მათი უფრო დიდი ხნით შენახვა, როგორც ეს ქვემოთაა აღწერილი, ან თუ ისინი უკვე დეიდენტიფიცირებულია და თქვენს ანგარიშთან აღარ არის დაკავშირებული იმ შემთხვევაში, როდესაც გვაძლევთ ნებართვას, გამოვიყენოთ თქვენი კონტენტი ჩვენი მოდელების გაუმჯობესებისთვის.
ინფორმაცია, რომელიც ავტომატურად იშლება: ზოგიერთ შემთხვევაში, პერსონალური მონაცემები ავტომატურად წაიშლება. მაგალითად, დროებითი ჩატები ავტომატურად წაიშლება 30 დღის ვადაში (თუ არ მოგვიწევს მათი შენარჩუნება უსაფრთხოების ან სამართლებრივი მიზეზების გამო, როგორც ეს ქვემოთაა აღწერილი), ხოლო თქვენი Atlas-ის ინკოგნიტო რეჟიმში მოძიების ისტორია არ შეინახება მას შემდეგ, რაც დაასრულებთ სესიას.
ინფორმაცია, რომელსაც უფრო დიდი ხნით ვინახავთ ლეგიტიმური უსაფრთხოების, დაცულობის ან სამართლებრივი მიზეზების გამო: ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ გვჭირდება პერსონალური მონაცემების უფრო დიდი ხნით შენახვა მათი თქვენ მიერ წაშლის შემდეგაც, მაგალითად, როდესაც ამას კანონი გვავალდებულებს, თაღლითობისა და ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად, უსაფრთხოების მიზეზით ან ფინანსური აღრიცხვის მიზნებისთვის. მაგალითად:
თუ კონკრეტული კონტენტი ან თქვენი ანგარიში აიკრძალა ჩვენი გამოყენების წესების დარღვევის გამო, ჩვენ შეიძლება შევინარჩუნოთ ეს მონაცემები ჩვენი სერვისების დასაცავად თაღლითობისგან, ბოროტად გამოყენებისგან ან ჩვენი წესების სხვა დარღვევებისგან.
თუ კანონით გვეკისრება თქვენი მონაცემების შენახვის ვალდებულება (მაგალითად, მივიღებთ კანონიერ სასამართლო უწყებას), ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ ისინი შესაბამისი სამართლებრივი ან მარეგულირებელი ვალდებულების მოქმედების ვადით.
როდესაც ჩვენ ვართ ფინანსური ტრანსაქციის მხარე (მაგალითად, როდესაც ვამუშავებთ თქვენს გადახდას ChatGPT Plus ან Pro ანგარიშისთვის, ან ხელს ვუწყობთ შესყიდვას ChatGPT-ის მეშვეობით), შესაძლოა, შევინახოთ გადახდასთან და ტრანსაქციასთან დაკავშირებული ინფორმაცია ჩვენი საბუღალტრო აღრიცხვის, დავების გადაწყვეტისა და რეგულაციებთან შესაბამისობის მიზნების მისაღწევად.
როდესაც თქვენ მოგვმართავთ პერსონალური მონაცემების წაშლის მოთხოვნით, ჩვენ ვინახავთ წაშლის მოთხოვნის აუდიტის ჩანაწერს, რათა შევძლოთ იმის დადასტურება, რომ თქვენი მოთხოვნა შესრულებულია.
შენახვის ამ ვადების განსაზღვრისას ჩვენ მხედველობაში ვიღებთ რამდენიმე ფაქტორს, როგორიცაა:
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი (მაგალითად, საჭიროა თუ არა მათი შენახვა ჩვენი სერვისების უზრუნველსაყოფად).
ინფორმაციის რაოდენობა, ხასიათი და სენსიტიურობა.
არასანქცირებული გამოყენებით ან გამჟღავნებით გამოწვეული ზიანის პოტენციური რისკი.
ნებისმიერი სამართლებრივი მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ ვემორჩილებით.
5. მონაცემების კონტროლი
ჩვენი სერვისები გთავაზობთ არაერთ შესაძლებლობას, აკონტროლოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, მათი გამოყენებისა და შენახვის წესი. ამ პარამეტრების შეცვლა ყოველთვის შეგიძლიათ თქვენს ანგარიშში. ასეთი ზომები მოიცავს კონტროლის შემდეგ მექანიზმებს:
თქვენ მარტივად შეგიძლიათ, გადაწყვიტოთ, შეიძლება თუ არა თქვენი კონტენტი გამოყენებულ იქნეს ჩვენი მოდელების გაუმჯობესებისა და წვრთნისთვის.
თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, დავიმახსოვროთ თუ არა დეტალები ჩატებს შორის, რათა კონტენტი უფრო პერსონალიზებული და რელევანტური გავხადოთ.
თქვენ შეგიძლიათ თქვენი ChatGPT-ის ისტორიისა და მონაცემების ექსპორტი თქვენი ანგარიშის მონაცემთა კონტროლებიდან.
თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ ან დაარქივოთ ჩატები ChatGPT-ში, ან მთლიანად წაშალოთ თქვენი ანგარიში.
თუ ChatGPT-ში ჩართავთ დროებით ჩატს, ChatGPT-სთან ეს საუბრები არ გამოჩნდება თქვენს ისტორიაში და ისინი არ იქნება გამოყენებული OpenAI Foundation-ის მოდელების გაუმჯობესებისთვის.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ შესაძლოა გქონდეთ უფლება აირჩიოთ, თუ რომელი ქუქი-ფაილები იქნება გამოყენებული ჩვენი სერვისებით სარგებლობისას.
თუ იყენებთ Atlas-ის ბრაუზერს, შეგიძლიათ წაშალოთ დათვალიერების ისტორია ან აირჩიოთ ვებ-გვერდების ინკოგნიტო რეჟიმში დათვალიერება, რაც დაგეხმარებათ თქვენი დათვალიერების კონფიდენციალურობის დაცვაში სხვა ადამიანებისგან, რომლებიც იყენებენ თქვენს მოწყობილობას.
თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ გამოწერა ჩვენგან მიღებული მარკეტინგულ შეტყობინებები ამ შეტყობინებებში მითითებული არჩევანის გამოყენებით.
მონაცემთა კონტროლის შესახებ მეტი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ აქ და privacy.openai.com-ზე.
6. თქვენი უფლებები
იმისდა მიხედვით, თუ სად ცხოვრობთ, შესაძლოა გქონდეთ გარკვეული კანონიერი უფლებები თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით. მაგალითად, შესაძლოა უფლება გქონდეთ:
მიიღოთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებსა და ინფორმაციაზე იმის შესახებ, თუ როგორ ცდება მათი დამუშავება.
თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება ან განახლება.
წაშალოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ჩანაწერებიდან.
შეზღუდოთ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება.
გადასცეთ თქვენი პერსონალური მონაცემები მესამე მხარეს გადაცემა (მონაცემთა პორტაბელურობის უფლება).
გააუქმოთ თქვენი თანხმობა — როდესაც დამუშავების სამართლებრივი საფუძველი თანხმობაა.
თქვენს ადგილობრივ მონაცემთა დაცვის ორგანოში საჩივარი შეიტანოთ.
ამ უფლებათაგან ზოგიერთით სარგებლობა შეგიძლიათ თქვენი OpenAI Foundation-ის ანგარიშის მეშვეობით, იმ ხელსაწყოების გამოყენებით, რომლებიც აღწერილია მონაცემთა კონტროლის სექციაში, ან შეგიძლიათ, თქვენი მოთხოვნა გაგზავნოთ privacy.openai.com ვებსაიტის მეშვეობით ან მისამართზე [email protected]. ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერთან დაკავშირება შეგიძლიათ მისამართზე [email protected].
შენიშვნა სიზუსტის შესახებ: ChatGPT-ის მსგავსი სერვისები პასუხებს ქმნიან მომხმარებლის მოთხოვნის წაკითხვით და, საპასუხოდ, იმ სიტყვების წინასწარმეტყველებით, რომლებიც, სავარაუდოდ, შემდგომ გამოჩნდება. ზოგიერთ შემთხვევაში, სიტყვები, რომლებიც სავარაუდოდ შემდგომ გამოჩნდება, შეიძლება არ იყოს ყველაზე ფაქტობრივად ზუსტი. აქედან გამომდინარე, არ უნდა დაეყრდნოთ იმ შედეგების ფაქტობრივ სიზუსტეს, რომლებიც ჩვენი მოდელების დახმარებითაა მიღებული.
თუ შეამჩნევთ, რომ ChatGPT-ს გამომავალი მონაცემები თქვენ შესახებ ფაქტობრივად არაზუსტ ინფორმაციას შეიცავს და გსურთ, მოითხოვოთ ამ ინფორმაციის შესწორება ან ამოშლა, შეგიძლიათ, ეს მოთხოვნები გაგზავნოთ privacy.openai.com-ის მეშვეობით ან ელფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected], ჩვენ კი განვიხილავთ თქვენს მოთხოვნას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და ჩვენი მოდელების ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ინფორმაციისთვის, თუ როგორ გამოიყენოთ თქვენი უფლებები იმ მონაცემებთან დაკავშირებით,რომლებიც ინტერნეტიდან ჩვენი მოდელების სწავლებისთვის შევაგროვეთ, გთხოვთ, იხილოთ დახმარების ცენტრის ეს სტატია.
OpenAI Foundation ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამ პოლიტიკაში აღწერილი მიზნებისთვის სხვადასხვა იურისდიქციაში განთავსებულ სერვერებზე, მათ შორის, ამუშავებს და ინახავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენს ობიექტებსა და სერვერებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ან იმ ქვეყნებსა თუ ტერიტორიებზე, სადაც განთავსებულია ჩვენი შვილობილი კომპანიები და პარტნიორები ან ჩვენი მომწოდებლები და სერვისი პროვაიდერები.
მიუხედავად იმისა, რომ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა ქვეყნების მიხედვით განსხვავდება, თქვენი პერსონალური მონაცემების მიმართ ამ პოლიტიკაში აღწერილ დაცვის მექანიზმებს ვიყენებთ მათი დამუშავების ადგილის მიუხედავად და ამ მონაცემებს გადავცემთ მხოლოდ კანონიერად დასაშვები გადაცემის მექანიზმების შესაბამისად.
7. ბავშვები
ჩვენი სერვისები არ არის განკუთვნილი 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. 13 წლამდე ასაკის ბავშვებისგან პერსონალურ მონაცემებს შეგნებულად არ ვაგროვებთ. თუ გაქვთ საფუძველი, იფიქროთ, რომ 13 წლამდე ასაკის ბავშვმა სერვისების მეშვეობით OpenAI Foundation-ს მიაწოდა პერსონალური მონაცემები, გთხოვთ, მოგვწეროთ ელფოსტის მისამართზე [email protected]. ჩვენ შევისწავლით ნებისმიერ შეტყობინებას და, საჭიროების შემთხვევაში, ამოვშლით პერსონალურ მონაცემებს ჩვენი სისტემებიდან. 18 წლამდე ასაკის მომხმარებლებს ჩვენი სერვისებით სარგებლობისთვის უნდა ჰქონდეთ მშობლის ან მეურვის ნებართვა.
შეიტყვეთ მეტი იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მოზარდებსა და მშობლებს ან მეურვეებს, აირჩიონ თავიანთი ანგარიშების დაკავშირება.
8. უსაფრთხოება
ჩვენ ვიყენებთ კომერციულად გონივრულ ტექნიკურ, ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს პერსონალური მონაცემების დაცვას დაკარგვის, ბოროტად გამოყენების, უკანონო წვდომის, გამჟღავნების, შეცვლის ან განადგურებისგან. თუმცა, ინტერნეტით ან ელფოსტით მონაცემთა გადაცემა არასოდეს არის სრულად დაცული და შეცდომისგან დაზღვეული. ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ იმის გადაწყვეტისას, თუ რა ინფორმაციას აწვდით სერვისებს.
გარდა ამისა, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი სერვისზე ან მესამე მხარის ვებსაიტებზე არსებული ნებისმიერი კონფიდენციალურობის პარამეტრების ან უსაფრთხოების ზომების გვერდის ავლაზე.
9. დამატებითი ცნობები აშშ-ში ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით
აშშ-ის ზოგიერთი შტატის კონფიდენციალურობის კანონები მოითხოვს კონკრეტული ინფორმაციის გამჟღავნებას. შემდეგ ინფორმაციაში მოცემულია დამატებითი დეტალები იმ პერსონალური მონაცემების კატეგორიების შესახებ, რომლებსაც ვაგროვებთ, ასევე, იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ და ვამჟღავნებთ აღნიშნულ ინფორმაციას.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იმის შესახებ, თუ რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ და საიდან ვაგროვებთ მათ, იხილეთ ზემოთ მოცემული სექცია „პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ვაგროვებთ“, იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს — ზემოთ მოცემული სექცია „როგორ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს“, იმის შესახებ, თუ როდის ვამჟღავნებთ პერსონალურ მონაცემებს — ზემოთ მოცემული სექცია „პერსონალური მონაცემების გამჟღავნება“, ხოლო იმის შესახებ, თუ როგორ ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს — ზემოთ მოცემული სექცია „შენახვა“.
პერსონალური მონაცემების კატეგორია | პერსონალური მონაცემების გამოყენება | პერსონალური მონაცემების გამჟღავნება |
|---|---|---|
ჩვენ ვაგროვებთ შემდეგ ინფორმაციას, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი:
| ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას შემდეგი მიზნებისთვის, როგორც ეს აღწერილია ზემოთ:
| ჩვენ შეიძლება გავამჟღავნოთ ეს ინფორმაცია შემდეგ გარემოებებში, როგორც ზემოთ არის აღწერილი:
|
თქვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და მოქმედი გამონაკლისების გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შესაძლოა გქონდეთ შემდეგი უფლებები:
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციის ცოდნის უფლება, მათ შორის, თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება, ხშირად პორტაბელურ ფორმატში.
თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლის მოთხოვნის უფლება.
თქვენი პერსონალური მონაცემების შესწორების უფლება.
უფლება, დაცული იყოთ შურისძიებისგან, კონფიდენციალურობის რომელიმე უფლებით სარგებლობის შემთხვევაში.
ჩვენ არ „ვყიდით“ პერსონალურ მონაცემებს და არ „ვაზიარებთ“ პერსონალურ მონაცემებს კონტექსტუალური ქცევითი რეკლამის მიზნით და არ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს „მიზნობრივი რეკლამისთვის“ (როგორც ეს ტერმინები განმარტებულია კონფიდენციალურობის შესახებ სახელმწიფო კანონებში). ჩვენ ასევე არ ვამუშავებთ სენსიტიურ პერსონალურ მონაცემებს მომხმარებლის მახასიათებლების შესახებ დასკვნების გამოსატანად.
თქვენი უფლებების განხორციელება. ამ სექციაში აღწერილი კონფიდენციალურობის უფლებების განსახორციელებლად შეგიძლიათ, მოთხოვნა გაგზავნოთ privacy.openai.com-ის საშუალებით ან ელფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected]. კალიფორნიის კონფიდენციალურობის უფლებების ანგარიშს გაეცანით აქ.
დადასტურება. თქვენი პერსონალური მონაცემების არაავტორიზებული წვდომისგან, ცვლილებისგან ან წაშლისგან დასაცავად, შესაძლოა, მოგთხოვოთ თქვენი ავტორიზაციის მონაცემების დადასტურება, სანამ შეძლებთ პერსონალური მონაცემების გაცნობის, შესწორების ან წაშლის მოთხოვნის წარდგენას. თუ თქვენ არ გაქვთ ჩვენთან მომხმარებლის ანგარიში, ან თუ ეჭვი გვაქვს თაღლითურ ან ბოროტ ქმედებებზე, შესაძლოა, გთხოვოთ დამატებითი პერსონალური მონაცემების წარდგენა დადასტურებისთვის. თუ თქვენს ვინაობას ვერ დავადასტურებთ, თქვენი თხოვნის შესრულებას ვერ შევძლებთ.
უფლებამოსილი აგენტები. იმისდა მიხედვით, თუ სად ცხოვრობთ, ასევე, შეგიძლიათ, წარადგინოთ მოთხოვნა უფლებების შესახებ უფლებამოსილი აგენტის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში აგენტმა უნდა წარადგინოს თქვენი სახელით მოქმედების უფლებამოსილება, მაგალითად, ხელმოწერილი წერილობითი ნებართვა; ასევე, შესაძლოა, თქვენც მოგეთხოვოთ საკუთარი ვინაობის დამოუკიდებლად დადასტურება ჩვენთან. უფლებამოსილი აგენტის მოთხოვნების წარდგენა შესაძლებელია ელფოსტის მისამართზე [email protected].
გასაჩივრებები. იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობთ, შესაძლოა, გქონდეთ უფლება, გაასაჩივროთ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება თქვენი უფლებების განსახორციელებლად წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის გთხოვთ, თქვენი მოთხოვნა გაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე [email protected].
10. ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
ჩვენ შეიძლება პერიოდულად განვაახლოთ წინამდებარე პოლიტიკა. ამის შემდეგ, ჩვენ გამოვაქვეყნებთ განახლებულ ვერსიასა და ძალაში შესვლის თარიღს ამ გვერდზე, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა სახის შეტყობინება არ არის მოთხოვნილი.
11. მონაცემთა კონტროლერი
თუ ცხოვრობთ ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EEA) ან შვეიცარიაში, თქვენი პერსონალური მონაცემების მაკონტროლებელი და მათ დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი არის OpenAI Ireland Limited, რომლის იურიდიული მისამართია: 1st Floor, The Liffey Trust Centre, 117-126 Sheriff Street Upper, Dublin 1, D01 YC43, Ireland, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე პოლიტიკაში.
თუ თქვენ ცხოვრობთ ნებისმიერ სხვა ადგილას, OpenAI Foundation, რომლის რეგისტრირებული ოფისი მდებარეობს მისამართზე 555 Florida Street, Suite 220, San Francisco, California 94110, United States, არის მონაცემთა მაკონტროლებელი და პასუხისმგებელია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე პოლიტიკაში.
11. როგორ უნდა დაგვიკავშირდეთ
გთხოვთ, მხარდაჭერის სამსახურს დაუკავშირდეთ, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან პრობლემა, რომელიც წინამდებარე პოლიტიკაში ჯერ არ არის გათვალისწინებული.